„ქრისტიან–დემოკრატები“ სტიქიით დაზარალებულთათვის 5 000–დან 10 000 ლარამდე კომპენსაციებს ითხოვენ
„ქრისტიან–დემოკრატები“ სტიქიით დაზარალებულთათვის 5 000–დან 10 000 ლარამდე კომპენსაციებს ითხოვენ
14:36 23.07.2012
„ქრისტიან–დემოკრატები“ კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის 5 000–დან 10 000 ლარამდე ოდენობის კომპენსაციებს ითხოვენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან–დემოკრატების“ თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა დღეს, პარლამენტის ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

„ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ გვახსოვს ასეთი სტიქია არც კახეთში და არც საქართველოს სხვა რეგიონებში, ამიტომ, ბიუჯეტში ცვლილებები ადეკვატური უნდა იყოს იმ ზარალისა, რომელიც მოსახლეობას მიადგა და მათი მდგომარეობა რეალურად უნდა გამოასწოროს“ – აღნიშნა თარგამაძემ.

მისივე თქმით, მოქალაქეებისთვის, რომელთა მოსავალიც სტიქიამ 100%-ით გაანდგურა, 1 500 ლარის კომპენსაცია არადეკვატურია, რადგანაც ერთი ჰექტარი მიწის ნაკვეთის დამუშავება 2 000 ლარამდე ჯდება.

„1 500 ლარით დახმარება ამ ადამიანებისთვის არაფერს შეცვლის. მიგვაჩნია, რომ კომპენსაციები 5 000–დან 10 000 ლარამდე უნდა გაიცეს. ამის საშუალება არსებობს“ – აღნიშნა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, კარგი იქნება თუ ხელისუფლება დროებით დაივიწყებს და გადადებს ახალი ქალაქის მშენებოლობას და იმ თანხებს სტიქიის შედეგად დაზარალებული ქალაქების და სოფლების აღდგენას მოახმარს.

ბეჭდვა