„თავისუფალმა საქართველომ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან აქციის ჩასატარებლად მერიას მიმართა
„თავისუფალმა საქართველომ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან აქციის ჩასატარებლად მერიას მიმართა
14:22 23.07.2012
პარტიამ „თავისუფალი საქართველო“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან დაგეგმილი აქციის შესახებ თბილისის მერიას განცხადებით მიმართა.
როგორც „ნიუსპრესს“ პარტიის გენერალურმა მდივანმა ალექსანდრე შალამბერიძემ განუცხადა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან დაგეგმილი აქცია პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ დისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგაა მიმართული, რომლის საფუძველზეც ხელისუფლება ოპოზიციური პარტიების წევრებს დევნის.
„ეს კანონი გასული წლის 29 დეკემბერს მიიღეს და ჩვენ ამას მას შემდეგ ვაპროტესტებთ“-განაცხადა შალაბერიძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული კანონის საფუძველზე ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტების დაკავებას და დაჭერას საკმაოდ ხშირად მიმართავს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მას „პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვა და არჩევნებზე მარტო გასვლა სურს“.
როგორც შალაბერიძემ აღნიშნა, „თავისუფალმა საქართველომ“ ყველა ოპოზიციურ პარტიას უკვე მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან დაგეგმილ აქციას შეუერთდეს.
აქცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან 27 ივლისსაა დაგეგმილი.

ბეჭდვა