საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა ხვალ
მონაწილეობას მიიღებს „ევროპის, სოციალური, სამართლებრივი და ეკონომიკური პროექტების“ (ESTEP) მიერ ორგანიზებულ საჯარო ფორუმში ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ და მოხსენებას გააკეთებს თემაზე: „ეროვნული პარლამენტების მუშაობის მოდელები და პრაქტიკა“.
