გიორგი შარვაშიძემ რუმინეთში გამართულ „სამი ზღვის ინიციატივის“ მე-3 სამიტში მიიღო მონაწილეობა
გიორგი შარვაშიძემ რუმინეთში გამართულ „სამი ზღვის ინიციატივის“ მე-3 სამიტში მიიღო მონაწილეობა
18:46 19.09.2018
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში „სამი ზღვის ინიციატივის“ მე-3 სამიტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი შარვაშიძემ მიიღო.

მინისტრის მოადგილე სიტყვით წარსდგა პანელზე „თანამშრომლობის პოტენციალი სამი ზღვის ინიციატივის რეგიონის მეზობელ ქვეყნებთან“ და ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და უკანასკნელ პერიოდში მიღწეულ წარმატებებზე.

გიორგი შარვაშიძემ საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველო, რომელიც თავისი გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით წარმოადგენს ბუნებრივ ხიდს ევროპასა და აზიას შორის, კარგ შესაძლებლობას იძლევა გახდეს რეგიონის სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ლოჯისტიკური ჰაბი.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს „სამი ზღვის ინიციატივის“ ეკონომიკური პროექტების განვითარებაში, რაც კიდევ უფრო დააახლოებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს ევროკავშირთან და ხელს შეუწყობს რეგიონის სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ წინსვალს.

ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს რუმინეთის, ხორვატიის, პოლონეთისა და ავსტრიის პრეზიდენტებმა.

აღსანიშნავია, რომ სამიტის პარალელურად წელს პირველად ჩატარდა ბიზნეს-ფორუმი, რომელშიც „სამი ზღვის ინიციატივის“ 12 წევრი ქვეყნის წარმომადგენლების გარდა მონაწილეობა მიიღეს მეზობელი ქვეყნების მაღალი დონის ოფიციალურმა პირებმაც, მათ შორის საქართველოდან. ქართული მხრიდან ღონისძიების მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ.

აღსანიშნავია, რომ გიორგი შარვაშიძემ ასევე მონაწილეობა მიიღო სამიტის პარალელურად გამართულ ბიზნეს-ფორუმი, რომელშიც „სამი ზღვის ინიციატივის“ 12 წევრი ქვეყნის წარმომადგენლების გარდა მონაწილეობა მიიღეს მეზობელი ქვეყნების მაღალი დონის ოფიციალურმა პირებმაც.

ბეჭდვა