ფანჯიკიძე - „ქართულ ოცნებასა“ და ჯონდი ბაღათურიას შორის მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა
ფანჯიკიძე - „ქართულ ოცნებასა“ და ჯონდი ბაღათურიას შორის მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა
13:29 23.07.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ პარტია „ქართული დასის“ ლიდერთან ჯონდი ბაღათურიასთან მოლაპარაკებებს აგრძელებს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, ბაღათურისათან ახალი შეხვედრა ჯერ არ გამართულა, თუმცა, თანამშრომლობის პერსპექტივა ისევ ძალაშია.
„ჯონდი ბაღათურიასთან რამდენადაც ვიცი, ახალი შეხვედრა არ გამართულა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თანამშრომლობა შეწყვეტილია ან დასრულებულია. ამ თანამშრომლობას კიდევ აქვს პერსპექტივა“- განაცხადა ფანჯიკიძემ.
მან კოალიციის ლიდერების სოზარ სუბარისა და ლევან ბერძენიშვილის მაჟორიტარობის კანდიდატებად არ დასახელებაზეც გაამახვილა ყუარდღება და აღნიშნა, რომ ისინი საერთო შტაბის მუშაობაში ჩაერთვებიან, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.
„ძალიან ბევრი ცნობილი სახე საერთო შტაბის მუშაობაში ჩაება, მათ შორის ლევან ბერძენიშვილი და სოზარ სუბარი. ბერძენიშვილი ამ ეტაპზე არ იმყოფება საქართველოში, ხოლო სოზარ ახლა შტაბის სხდომას ესწრება“- განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები კოალიციაში შემავალი სხვადასხვა სუბიექტებიდან, საარჩევნო სიაში ძალიან პრესტიჟულ ადგილებზე იქნებინ.

ბეჭდვა