პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, გიორგი ვოლსკის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს
მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე რეაგირების არქონა გარკვეულ ვაკუუმს ქმნის.
მისივე თქმით, მარიხუანასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი მნიშვნელოვან შეზღუდვებს და ძალიან მკაცრ რეგულაციებს დააწესებს.
„იმ გადაწყვეტილებაზე რეაგირების არქონა, რომელიც მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ, ქმნის გარკვეულ ვაკუუმს. ის რეგულაციები, რაც შემოგვთავაზა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პლენარულ სხდომაზე იქნება განხილული. ვფიქრობ, საკმაოდ მკაცრი რეგულაციებია და არ ტოვებს დამატებით კითხვის ნიშნებს. ეს მკაცრი რეგულაციები საზოგადოებას დაიცავს იმისგან, რომ ნარკოტიკული საშუალება იქნეს დაშვებული და გამოყენებული შავი ბაზრისათვის“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მისი ვარაუდით, რეგულაციები შეიძლება კიდევ უფრო გამკაცრდეს.
