„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია „გლობალ ტვ“-ის მხარდამჭერ აქციას მართავს
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია „გლობალ ტვ“-ის მხარდამჭერ აქციას მართავს
13:03 23.07.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია, თბილისის მასშტაბით, „გლობალ ტვ“-ის მხარდამჭერ  აქციას სლოგანით - „გადარჩინე „გლობალ ტვ“ მართავს.
აქციის ორგანიზატორმა შოთა ძაგნიძემ ვაკის პარკთან მიმდინარე აქციაზე „გლობალ ტვ“-ს სატელიტური ანტენების დაყადაღებას ხელისუფლების მორიგი უკანონობა უწოდა და განაცხადა, რომ ხელისუფლების ეს ქმედება სამართლებრივ ჩარჩოებს სცილდება, რადგან ამ საქმეში ბრალდებული არ არსებობს.
„ანალოგიური აქცია თბილისის ყველა უბანში მიმდინარეობს. ჩვენი აქტივისტები აკრავენ სტიკერებს - „გადაარჩინე გლობალ ტვ“, რადგან მივიჩნევთ, რომ ანტენების დაყადაღება უსაფუძვლოა. მოვითხოვთ, რომ ხალხს ინფორმაციის თავისუფლად მიღების საშუალება ჰქონდეს, რისი საშუალებაც დღეისთვის არ არსებობს“-განაცხადა ძაგნიძემ.
ამ წუთებში კოალიციის ახალაზარდული ორგანიზაციის წარმომადგენლები სტიკერებს ვაკის პარკში აკრავენ.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ივნისში, საქართველოს მასშტაბით, „გლობალ ტვ“-ს დაახლოებით 300 000 დაუმონტაჟებელი ანტენა დააყადაღეს.

ბეჭდვა