დავით ზალკალიანი: ვაშინგტონში გამართული შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა ამერიკასთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაა
დავით ზალკალიანი: ვაშინგტონში გამართული შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა ამერიკასთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაა
12:07 19.09.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, უცხოური კერძო საინვესტიციო კორპორაციის (OPIC) პრეზიდენტთან, რეი უოშბერნთან შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკურ-საინვესტიციო გარემოს მნიშვნელოვანი შეფასება მიეცა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები დაისახა.

მისი თქმით, უცხოური კერძო საინვესტიციო კორპორაცა (OPIC) საქართველოში ინფრასტრუქტურული, ლოჯისტიკისა და ტურიზმის სფეროში ინვესტიციების განხორციელებითაა დაინტერესებული.

„მათი შეფასება ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების და იმ კურსისა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, თანხვედრაშია აშშ-ის ინტერსებთან და მათ ხედვასთან თუ როგორ უნდა გახდეს საქართველო ეკონომიკური განვითარების მაგალითი რეგიონში,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ბეჭდვა