ეუთო საპრეზიდენტო არჩევნებზე 400-მდე დამკვირვებელს მოავლენს
ეუთო საპრეზიდენტო არჩევნებზე 400-მდე დამკვირვებელს მოავლენს
12:01 19.09.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელს, ელჩ გერტ-ჰაინრიხ არენსს უმასპინძლა.

შეხვედრისას ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისთან (OSCE/ODIHR) საქართველოს თანამშრომლობის საკითხებსა და ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ ქართული მხარის მოწვევაზე დადებითი გამოხმაურებისათვის მადლობა გადაუხადა და დაუდასტურა მზაობა მაქსიმალური დახმარება გაუწიოს სადამკვირვებლო მისიას ეფექტურ ფუნქციონირებაში.

OSCE/ODIHR წლევანდელ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიით იქნება წარმოდგენილი. მისიის მანდატით, საპრეზიდენტო არჩევნებს 400-მდე საერთაშორისო დამკვირვებელი, მათ შორის 28 გრძელვადიანი და 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი გაუწევს მონიტორინგს.


ბეჭდვა