ნუგზარ წიკლაური – კახეთში მომხდარ უბედურებაზე პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების შესაძლებლობა არავის მიეცემა
ნუგზარ წიკლაური – კახეთში მომხდარ უბედურებაზე პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების შესაძლებლობა არავის მიეცემა
12:26 23.07.2012
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, კახეთში მომხდარ უბედურებაზე პოლიტიკური  დივიდენდების მოპოვების შესაძლებლობა არავის მიცემა.

ამის შესახებ წიკლაურმა პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომელმაც კახეთში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად საბიუჯეტო ანგარიშზე 10 მლნ ლარი ჩარიცხა.

როგორც წიკლაურმა აღნიშნა, 10 მლნ არ არის ბიძინა ივანიშვილის ფული, რადგან ის არის იმ თანხის ნაწილი, რომელიც მას ჯარიმის სახით აქვს გადასახდელი.

„ივანიშვილი გადაიხდის ამ 10 მილიონსაც და დანარჩენ 60 მილიონსაც, რომელიც ჯარიმის სახით აქვს დაკისრებული. ამიტომ, იმის თქმით, რომ თითქოს, ამ თანხას სტიქიით დაზარალებულებისთვის რიცხავს პოლიტიკური ქულების მოპოვება სურს. მისი მხრიდან ეს ყველაზე უფრო უსარგებლო სპეკულაციაა“ – განაცხადა წიკლაურმა.

ამასთან, მმართველი პარტიის წევრის თქმით, ივანიშვილის მხრიდან „ვაჭრობამ“, რომ 10 მილიონს გადარიცხავს, თუ ის კახეთს მოხმარდება, მას ფილმიდან „ქეთო და კოტე“ მაკარ კოტრიაშვილის სახეს გაახსენა.

„ივანიშვილი გადაიხდის იმ ფულს, რომელიც ჯარიმის სახით აქვს გადასახდელი და მთავრობა და პარლამენტი მიიღებენ გადაწყვეტილებას რა სახის დახმარება არის საჭირო და რამდენია გამოსაყოფი ხალხის დასახმარებლად“ – აღნიშნა წიკლაურმა.

მისივე თქმით, თუ ვინმე პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას აპირებს იმ უბედურებაზე, რაც კახეთში მოხდა, ამის შესაძლებელობა არავის არ მიეცემა.

ბეჭდვა