ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დამკვირვებლები დღეს პრესკონფერენციას გამართავენ
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დამკვირვებლები დღეს პრესკონფერენციას გამართავენ
17:31 18.09.2018
მიმდინარე წლის 19 სექტემბერს, თბილისში, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ოფისი (ODIHR) 28 ოქტომბერს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ოფიციალურ გახსნასთან დაკავშირებით, პრესკონფერენციას გამართავს.

სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, გერტ-ჰაინრიხ არენსი, ჟურნალისტებს მისიის როლს და მომავალში დაგეგმილ აქტივობებს გააცნობს. მისია არჩევნებზე დასაკვირვებლად ოფიციალურად საქართველოს მთავრობის მიერ იქნა მოწვეული.

ბეჭდვა