არჩილ თალაკვაძე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის დელეგაციას შეხვდა
არჩილ თალაკვაძე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის დელეგაციას შეხვდა
13:36 18.09.2018
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე ევროკავშირისა და საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. კომიტეტს საჯად კარიმი ხელმძღვანელობს.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაზე, ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გარემოსდაცვით საკითხებს დაეთმო.
ჯანსაღი გარემო და მწვანე ეკონომიკა საქართველო-ევროკავშირის მომავალი თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხი იქნება.

არჩილ თალაკვაძემ ევროპარლამენტის წევრებს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღების გამო, რომელიც 2008 წელს, რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 10 წლის შემდეგ არსებულ ვითარებას აფასებს.

ბეჭდვა