პრემიერ-მინისტრმა საგანგებო რეჟიმში მუშაობისთვის მთავრობის წევრებს მადლობა უთხრა
პრემიერ-მინისტრმა საგანგებო რეჟიმში მუშაობისთვის მთავრობის წევრებს მადლობა უთხრა
12:10 23.07.2012
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე ყველა იმ მინისტრს, რომლებიც სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ მადლობა უთხრა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მსგავს რეჟიმში მუშაობა ყველა დასახული ამოცანის შესრულებამდე გაგრძელდება.

„მოვუწოდებ ყველა მინისტრს, რომ დაწყებული საქმე გააგრძელოს და ბოლომდე მიიყვანოს, რათა ყველა ის დაპირება, რაც ხალხს მივეცით შევასრულოთ“ - განაცხადა მერაბიშვილმა.

მისივე თქმით, ბიუჯეტში სასწრაფოდ უნდა შევიდეს ცვლილება, რომ ყველა საჭირო ღონისძიება დაფინანსდეს.

პრემიერის განმარტებით, ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს პარლამენტს ფინანსათა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე წარუდგენს.

პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს ცვლილებების უმოკლეს ვადაში დამტკიცება სთხოვა.

ბეჭდვა