მამუკა ბახტაძე დონალდ ტრამპის მრჩეველს შეხვდა
მამუკა ბახტაძე დონალდ ტრამპის მრჩეველს შეხვდა
09:45 18.09.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტი დაიწყო.

პირველი შეხვედრა მან თეთრ სახლში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში/ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან, ჯონ ბოლტონთან გამართა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ურთიერთობა არასდროს ყოფილა პარტნიორობის ასეთ მაღალ დონეზე. დაფიქსირდა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და საგარეო-პოლიტიკური მისწრაფებების მიმართ.

შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს, როგორც ორმხრივ ურთიერთობაში არსებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, ისე რეგიონალური გამოწვევები.

ბეჭდვა