მთავრობის კანცელარიაში მედიისთვის ახალი წესები ამოქმედდა
მთავრობის კანცელარიაში მედიისთვის ახალი წესები ამოქმედდა
11:46 23.07.2012
მთავრობის კანცელარიაში საქართველოს მთავრობის სხდომების გაშუქების წესი შეიცვალა.
დღეს მიმდინარე სხდომის გასაშუქებლად  მისულ ჟურნალისტებს სხდომათა დარბაზის სართულზე ასვლის და შესაბამისად, მთავრობის წევრების კომენტარების ჩაწერის შესაძლებლობა არ მიეცათ.
ჟურნალისტები კანცელარიის მესამე სართულზე იმყოფებიან. სხდომათა დარბაზში მთავრობის სხდომის დაწყების გადაღების და გამომსლველთა ნაწილის სიტყვის ჩაწერის საშუალება მხოლოდ სატელევიზიო კამერებს მიეცათ, დარბაზში არ შეუშვეს საინფორმაციო სააგენტოების ვიდეო გადამღებებიც.
როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, შესაძლოა, ეს რეჟიმი ყველა სხდომაზე არ გავრცელდეს და მხოლოდ დღევანდელ სხდომაზე იმოქმედოს, რადგან ქვეყანაში ახლა ფორსმაჟორული ვითარებაა.
მთავრობის წევრები კახეთის რეგიონში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილივენ.

ბეჭდვა