მთავრობის კანცელარიაში ამ წუთებში, პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა მიმდინარეობს.
სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორისაა სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები, რომლის თანახმადაც, დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციები უნდა გამოიყოს.
კანცელარიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღის წესრიგში ასევე, შეტანილია დევნილთა საჭიროების შესწავლის პროგრამის პრეზენტაცია, რომელიც მიზნობრივი პროგრამების ეფექტურ დაგეგმვას და განხორციელებას ითვალისწინებს.
პრეზენტაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დალი ხემერიკი წარადგენს.
