საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ პატარაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, სამედ სეიდოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ისაუბრეს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება და ურთიერთობების შემდგომი განმტკიცება.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა სატრანსპორტო, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურული სფეროების და სხვა მიმართულებებით ორი ქვეყნის მიერ განხორციელებულირეგიონული პროექტების მნიშვნელობას.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ საპარლამენტთაშორისო დონეზე არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
