დავით ზალკალიანი ვაშინგტონში შეხვედრებს გამართავს
დავით ზალკალიანი ვაშინგტონში შეხვედრებს გამართავს
12:03 17.09.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი მიმდინარე წლის 17-21 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან პოლიტიკურ საკითხებში, დევიდ ჰეილთან და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯორჯ კენტთან შეხვედრებს გამართავს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრებზე განხილული იქნება საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის პრიორიტეტული საკითხები, განსაკუთრებით თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პოლიტიკა, ასევე, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები და სათავრობო პროგრამის პრიროტეტები.

პრემიერ-მინისტრის ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს მთავრობის მეთაურის და საქართველოს დელეგაციის უმაღლესი და მაღალი დონის აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონთან და აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, მაიკლ პომპეოსთან.

პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდება აშშ-ს კონგრესის, არასამთავრობო და საექსპერტო წრეების, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლებს. ასევე, გაიმართება შეხვედრები აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID), ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციაში (MCC), აშშ-ს უცხოური კერძო ინვესტიციების კორპორაციაში (OPIC), მსოფლიო ბანკსა (WB) და საერთაშორისო სავალუტო ფონდში (IMF).


ბეჭდვა