პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში გამოსვლა 1 საათისა და 5 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
მიხეილ სააკაშვილს დეპუტატებმა ტაშით სიტყვა 30–ჯერ შეაწყვეტინეს.
პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას ახალი საავადმყოფოების მშენებლობაზე, განათლების რეფორმაზე, რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმებაზე, საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაზე, სასამართლო რეფორმაზე, არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე და სხვა საკითხებზე ისაუბრა.
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტს 20.06 წუთზე ესტუმრა. პარლამენტში ამჟამად იმყოფებიან საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მინისტრთა კაბინეტის წევრები და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
სააკაშვილის გამოსვლა უკვე დასრულებულია, რამდენიმე წუთში პოლიტიკური დებატები დაიწყება.
