ერგნეთში დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად ჩაშალეს
ერგნეთში დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად ჩაშალეს
14:56 14.09.2018
ერგნეთში დღეს გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 89-ე შეხვედრა დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად ჩაშალეს.
არსებული ინფორმაციით, მათ IPRM-ის დღის წესრიგიდან არჩილ ტატუნაშვილისა და დავით ბაშარულის საკთხების ამოღება მოითხოვეს.
„აღნიშნული საკითხების დღის წესრიგიდან მოხსნა და IPRM-ის ფორმატში ულტიმატუმის ენით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისათვის, რადგან მსგავსი მთხოვნები ეწინააღმდეგება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფუნდამენტურ პრინციპებს“- აცხადებენ სუს-ში.

ბეჭდვა