ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართება
ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართება
10:44 14.09.2018
ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება.
არსებული ინფორმაციით, განსახილველ საკითხებს შორის ტატუნაშვილი-ოთხოზორიას მკვლელობები იქნება.
აღსანიშნავია, რომ დღეს ასევე საუბარი შეეხება ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ორგანოების ქართული მხარისთვის გადმოცემის საკითხს, რა მოთხოვნაც ქართულმა მხარემ წინა სხდომაზეც დააყენა.


ბეჭდვა