წელს 40-მდე ახალი საავადმყოფო გაიხსნება
წელს 40-მდე ახალი საავადმყოფო გაიხსნება
21:17 28.02.2012
პრეზიდენტის მიერ წარდგენილ 5 პუნქტიან გეგმაში მესამე ადგილს ჯანდაცვა იკავებს.
მისი თქმით, საქართველოში უკვე 90 ახალი კლინიკა ფუნქციონირებს, წელს კიდევ 40-ზე მეტი საავადმყოფო გაიხსნება.
"2012 წელს საქართველოში 130 ახალი სამედიცინო დაწესებულება იქნება აღჭურვილი უახლესი ტექნიკით. ვიდრე ახალი საავადმყოფოები აშენდებოდა, უამრავი ადამიანი დაავადდა ჰეპატიტით ამ პირობების შედეგად", - აღნიშნა მან.
ამასთანავე, მისი თქმით, საქართველოში მსოფლიოში მოწინავე ტექნოლოგიური სერვისების დანერგვის შესაძლებლობა შეიქმნება - როგორიცაა ღეროვანი უჯრედების გადანერგვის ოპერაციები.
"შევქმნით საპრეზიდენტო პროგრამას ზოგადად ჰეპატიტთან ბრძოლის, რადგან ძალიან ბევრი ახალგაზრდა ადამიანი ამის გამო კარგავს სიცოცხლეს", - განაცხადა სააკაშვილმა.


ბეჭდვა