საქართველოს დღეს ეუთო-ს გენერალური მდივანი ეწვევა
საქართველოს დღეს ეუთო-ს გენერალური მდივანი ეწვევა
09:37 13.09.2018
საქართველოს  დღეს ვიზიტით ეუთო-ს გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი ეწვევა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ეს გენერალური მდივნის რანგში მისი პირველი ვიზიტია.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ეუთო-ს გენერალური მდივნის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

შეხვედრებზე საუბარი შეეხება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებას, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ეუთო-ს ჩართულობის მნიშვნელობას, საქართველოში მიმდინარე და განხორციელებეულ რეფორმებს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცების თვალსაზრისით.

ბეჭდვა