საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული
შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს უეს მიტჩელს შეხვდა.
ბახტაძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებსა და იმ რეფორმებს, რომელსაც საქართველო ახორციელებს.
„შევხვდი უეს მიტჩელს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში. მოგეხსენებათ, როგორი მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამერიკის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა საერთაშორისო ასპარეზზე. ვისაუბრეთ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზე, იმ რეფორმებსა და მიღწევებზე, რომლებსაც ვახორციელებთ. უეს მიტჩელმა გამოხატა ამერიკის მთავრობის ურყევი პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასევე დეტალურად ვისაუბრეთ ჩემი აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ.
მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ბატონ მიტჩელს ნაყოფიერი შეხვედრისათვის. მისი რეკომენდაციები საქართველოსთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცესთან ინტეგრაციის პროცესში უმნიშვნელოვანესია“- განაცხადა ბახტაძემ.
