ირაკლი სესიაშვილი: მეჩვენება, რომ ამ შემთხვევაში ბიზნეს ინტრესების დაცვა ხდება მედიის თავისუფლების ზურგს უკან
ირაკლი სესიაშვილი: მეჩვენება, რომ ამ შემთხვევაში ბიზნეს ინტრესების დაცვა ხდება მედიის თავისუფლების ზურგს უკან
15:05 10.09.2018
პარლამენტის წევრის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მედიის თავისუფლება მაქსიმალურადაა უზრუნველყოფილი.
მისივე თქმით, ნებისმიერი კომპანია ვალდებულია არსებული დავალიანება გადაიხადოს.

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში მედიის თავისუფლება მაქსიმალურადაა უზრუნველყოფილი. მეჩვენება, რომ ამ შემთხვევაში ბიზნეს ინტრესების დაცვა ხდება მედიის თავისუფლების ზურგს უკან. რაც არ მგონია სწორი იყოს. რაც შეეხება დავალიანება, ნებისმიერი კომპანია, არ აქვს მნიშნელობა, ის ფლობს მედია-საშუალებას თუ არა, რომელსაც აქვს დავალიანება, მან ეს უნდა გადაიხადოს“- განაცხადა სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ომეგა ჯგუფში“ შემავალ კომპანიას დაფინანსება შეუწყდა. ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, აღნიშნულ კომპანიას დავალიანება აქვს.

ბეჭდვა