დავით მათიკაშვილი: წარმოდგენილი სპექტრიდან თავისი პოლიტიკური გამოცდილებითა და განვლილი ცხოვრებით სალომე ზურაბიშვილი აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
დავით მათიკაშვილი: წარმოდგენილი სპექტრიდან თავისი პოლიტიკური გამოცდილებითა და განვლილი ცხოვრებით სალომე ზურაბიშვილი აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
14:42 10.09.2018
მმართველი გუნდის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი თავისი პოლიტიკური გამოცდილებით, განვლილი ცხოვრებითა და პრინციპულობით აკმაყოფილებს გარკვეულ კრიტერიუმებს.
მისივე თქმით, ფორმები, თუ როგორ მოხდება მხარდაჭერა მმართველ გუნდში კანონმდებლობით გათვალისწინებურ ფარგლებში შეთანხმდება.
„წარმოდგენილი სპექტრიდან თავისი პოლიტიკური გამოცდილებით, თავისი განვლილი ცხოვრებით, პრინციპულობით, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი სრულად აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს, აქედან გამომდინარე იყო ეს ჩვენი გადაწყვეტილება მიღებული. ფორმები, თუ როგორ მოხდება მხარდაჭერა, ცხადია შეთანხმდება ჯგუფში კანონმდებლობით გათვალისწინებურ ფარგლებში. ეს არის და ეს. დანარჩენი არის ელექტორატის გადაწყვეტილება“- განაცხადა მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს.

ბეჭდვა