საქართველოში ვიზიტორების გაზრდასთან ერთად საკვებ პროდუქტებზე მოთხოვნაც გაიზრდება, რაც სოფლის მეურნეობის სფეროში დამატებით შამუშაო ადგილებს შექმნის.
პრეზიდენტის განცხადებით, ტურიზმის განვითარების პარალელურად ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება სამშენებლო და მომსახურების სფეროებში,რადგან გაზრდილი ტურიზმი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების შესაბამის აუცილებლობას წარმოშობს.
"ინვესტორთა და დამსვენებელთა დიდ მასას ესაჭიროება ადგილობრივი წარმოების უამრავი საქონელი ცხოვრების, დასვენებისა და ბიზნესის წარმოებისთვის", - განაცხადა სააკაშვილმა.
ამასთან, მისი განცხადებით, ახალი ჰესების, ტრასების, ქალაქების, ახალი კურორტების და ახალი ეკონომიკური ზონების მეშვეობით, ახალი საქართველო შენდება.
მისი თქმით, ყველა ამ პროექტის შედეგად, დასაქმება გაიზრდება.
