„მეტი შეგვიძლია“ - დავით უსუფაშვილმა საარჩევნო სლოგანი წარადგინა
„მეტი შეგვიძლია“ - დავით უსუფაშვილმა საარჩევნო სლოგანი წარადგინა
14:36 07.09.2018
„შენების მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მისი პარტიის სლოგანი და ლოგო წარადგინა.
„მეტი შეგვიძლია“ - ასეთია უსუფაშვილის სლოგანი, ლოგო კი საქართველოს გეოგრაფიულ საზღვრებში ჩახატული ანბანია.
„საზოგადოევას გავაცანით ჩვენი საარჩევნო ლოგო, რაცაა ჩვენი სამშობლო - საქართველო და მასში ჩახატული ანბანი, ჩვენი ეროვნული იდენტობის მთავარი ფუნდამენტი. ჩვენი სლოგანია - „მეტი შეგვიძლია“. ესაა შეძახილი საკუთარი თავისთვის, ერთამანეთისა და მთელი ქვყნისთვის“- განაცხადა უსუფაშვილმა.

ბეჭდვა