ქართულ და იაპონურ მხარეებს შორის ხვალ „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის“ სასესხო შეთანხმებას მოეწერება ხელი
ქართულ და იაპონურ მხარეებს შორის ხვალ „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის“ სასესხო შეთანხმებას მოეწერება ხელი
15:52 03.09.2018
მიმდინარე წლის 4 სექტემბერს, საქართველოში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტი, ნორიკო სუზუკი აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის სასესხო შეთანხმებას ხელს მოაწერენ.

„აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის“ დასაფინანსებლად, JICA საქართველოს ფინანსურ რესურსს გამოუყოფს, დაახლოებით, 343 მლნ აშშ დოლარის ოდენობით. პროექტი ითვალისწინებს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის საავტომობილო გზის (14.7 კმ) მშენებლობას.

ხელმოწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრის დასრულების შემდეგ შედგება.

ბეჭდვა