მამუკა მდინარაძე: "ნაცმოძრაობის" წევრები მოკლეფეხებიან ტყუილებსაც არ ერიდებიან
მამუკა მდინარაძე: "ნაცმოძრაობის" წევრები მოკლეფეხებიან ტყუილებსაც არ ერიდებიან
20:34 01.09.2018
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი დანაყოფის წევრები მათი ჩავარდნის გადასაფარად გაუგონარ სპეკულაციაზე მიდიან. ისინი უკვე ექვსი წელია ხელისუფლებაში აღარ არიან და კიდევ ვერ მიხვდნენ, რომ ადამიანის ტრაგედია მაინც არ უნდა გამოიყენო პოლიტიკური მიზნებისთვის"-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.


მისივე თქმით, საზოგადოება ელოდა აბსოლუტურად განსხვავებულ შედეგს - ჭეშმარიტების დადგენას და არა მათ პოლიტიკურ პროგრამას.


"მოცემულ შემთხვევაში ორდღიან, მოკლეფეხებიან ტყუილსაც არ ერიდებიან და საზოგადოების დაჯერებას ცდილობენ, თითქოს ჩვენ კომისიის ბოიკოტირებას ვახდენთ. ურცხვად მოგვიწოდებენ, რომ შევუერთდეთ კომისიის მუშაობას. ეს მაშინ, როდესაც სხდომაზევე დავაფიქსირეთ, რომ ბოლო მომენტში გადმოგზავნილ, საშინლად არაკომპეტენტურ და პოლიტიკურად ანგაჟირებულ დასკვნის პროექტზეც კი განსხვავებულ მოსაზრებებს ორშაბათსვე წარმოვადგენდით“-აცხადებს მდინარაძე.

ბეჭდვა