საქართველოში დაწყებული რევოლუცია კვლავაც გრძელდება. ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
მისი თქმით,რევოლუციის მიზანი კლანური დიქტატურის შეცვლა და ქვეყნის განვითარების გზაზე დაბრუნება იყო.
"ჩვენი სწრაფვა ცვლილებებისა და რეფორმებისკენ ისევ უმთავრესი პრიორიტეტია. ჯერ კიდევ ბევრი საქმეა დაუმთავრებელი. ჯერ არ მივსულვართ იქ, სადაც გვინდა ყოფნა. ომი და ეკონომიკური კრიზისი წარსულს ჩავაბარეთ. მიუხედავად ფასების მკვეთრი ზრდისა, ჩვენი ეკონომიკა ძალას იკრეფს", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, გასული 2 წლის განმავლობაში, 100 000-ზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა საქართველოში.
