დავით ზალკალიანი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა
დავით ზალკალიანი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა
17:24 30.08.2018
საქართველოს პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ელმარ მამედიაროვთან.

შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის მზარდ პოტენციალზე. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის მნიშვნელობას საერთაშორისო ენერგეტიკული და სატრანზიტო პროექტების რეალიზაციის თვალსაზრისით.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტი ორი ქვეყნის კეთილმეზობლობისა და მეგობრობის კიდევ ერთი დასტურია. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრისას განხილული საკითხების შემდგომი რეალიზაციის შესაძლებლობებზე.

საქართველოს დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ა.წ. 30 აგვისტოს სტუმრობს.


ბეჭდვა