სავალან მირზოევი: მამუკა ბახტაძის ბაქოში ვიზიტი კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს მეგობრობას
სავალან მირზოევი: მამუკა ბახტაძის ბაქოში ვიზიტი კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს მეგობრობას
14:05 30.08.2018
საქართველოს პარლამენტის წევრის, სავალან მირზოევის განცხადებით, აზერბაიჯანი და საქართველო ისტორიული მეზობლები , ძმები და პარტნიორები არიან.

ეს განცხადება მირზოევმა საქართველოს პრემიერის აზერბაიჯანში ვიზიტის შეფასებისას გააკეთა.

"ჩვენს ქვეყნებს მრავალწლიანი მეგობრობა და მთელი რიგი მიმართულებებით კეთილმეზობლური ურთიერთობები გვაკავშირებს.

პრემიერ-მინისტრის, ბაქოში ვიზიტი, კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს მეგობრობას, სავაჭრო და კულტურულ ურთიერთობებს და კონკრეტულ ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო შედეგებს მოიტანს"-განაცხადა მირზოევმა.

ბეჭდვა