ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ოპოზიცია, კონკრეტულად კი ომის ვეტერანთა მოძრაობა
"ამცახარასა" და სხვა პოლიტიკურ-საზოგადოებრივი გაერთიანების წარმომადგენლები დე ფაქტო პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ.
ინფორმაციას სააგენტო "აფხაზია-ინფორმი" ავრცელებს.
ოპონენტების აზრით, აფხაზეთი დე ფაქტო სახელმწიფოებრიობის დაკარგვის ზღვარზეა და ამაში დე ფაქტო მთავრობაა დამნაშავე.
