ნატოს გენმდივნის მოადგილე: ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთისადმი მოწოდებას პატივი სცეს საქართველოს საზღვრებს
ნატოს გენმდივნის მოადგილე: ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთისადმი მოწოდებას პატივი სცეს საქართველოს საზღვრებს
11:56 28.08.2018
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ როუს გოტემოლერმა სოციალურ ქსელში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.

გოტემოლერის თქმით, ნატო კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს საქართველოს საზღვრებს.

„10 წლის წინ რუსეთმა საქართველოს რეგიონები - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. ნატო არასდროს მიიღებს ამ ფაქტს. ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთისადმი მოწოდებას, გააუქმოს ეს გადაწყვეტილება და პატივი სცეს საქართველოს საზღვრებს“- წერია განცხადებაში.

ბეჭდვა