კახა კალაძე: ჩვენ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი აუცილებლად არაპარტიული უნდა იყოს
კახა კალაძე: ჩვენ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი აუცილებლად არაპარტიული უნდა იყოს
18:13 26.08.2018
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" არჩევნებში საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი არ ეყოლება. მისივე თქმით, მმართველი გუნდი ყველა შემთხვევაში არაპარტიულ საპრეზიდენტო კანდიდატს დაუჭერს მხარს.

"ჩვენ არ გვყავს საპრეზიდენტო კანდიდატი, თუმცა პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი ამ საპრეზიდენტო არჩევნებში. ერთი რამ ცალსახაა, რომ ის უნდა იყოს ყველა შემთხვევაში არაპარტიული,"-განაცხადა კალაძემ.


ბეჭდვა