ირაკლი კობახიძე: ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატს მხარს აუცილებლად დავუჭერთ
ირაკლი კობახიძე: ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატს მხარს აუცილებლად დავუჭერთ
17:48 26.08.2018
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში "ქართულ ოცნებას" საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება.
"ჩვენი კანდიდატით ამ არჩევნებში არ წარვსდგებით. საუბარი გვქონდა, თუ რა ფორმით ჩაერთვება პარტია საპრეზიდენტო არჩევებში. ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატს მხარს აუცილებლად დავუჭერთ. ჩვენი პოზიცია მნიშვნელოვანია, ამომრჩევლების წინაშე პასუხისმგებლები ვართ. აქედან გამომდინარე, ჩვენი ჩართულობა აქტიური იქნება,"-განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" პოზიცია 8 სექტემბრის შემდეგ გახდება ცნობილი.

"დღეს გვარებზე საუბარი არ არის სწორი. ჯერ გადავხედავთ იმ წრეს კანდიდატებისას, რომელიც ჩამოყალიბდება, ხოლო ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით 8 სექტემბრის შემდეგ გახდება ცნობილი,"-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


ბეჭდვა