ქეთევან ციხელაშვილი: რეგიონს მავთულხლართებითა და ტანკებით ყველა კარი და ფანჯარა აქვს ამოქოლილი
ქეთევან ციხელაშვილი: რეგიონს მავთულხლართებითა და ტანკებით  ყველა კარი და ფანჯარა აქვს ამოქოლილი
15:40 26.08.2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის მიერ "რესპუბლიკაში" ანგელა მერკელის დაპატიჟებას გამოეხმაურა.

ციხელაშვილის თქმით, საუბედუროდ, რეგიონს მავთულხლართებითა და ტანკებით ყველა კარი და ფანჯარა აქვს ამოქოლილი. მისივე განცხადებით, გერმანიის კანცლერის სურვილი, მოენახულებინა საოკუპაციო ხაზი, ნიშანია იმისა, რომ იგი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

ამის შესახებ განცხადება ციხელაშვილმა "შაბათის ქრონიკაში" გააკეთა.


"ბიბილოვი იმაზეც საუბრობდა, რომ მერკელს ბაღებიდან კიარა კარიდან ვეპატიჟებითო. ამ დროს, რეგიონს მავთულხლართებითა და ტანკებით ყველა კარი და ფანჯარა აქვს ამოქოლილი. ცხინვალის რეგიონში დღეს მოსახლეობის 80% დაცლილია და ესენი არ არიან მხოლოდ დევნილები, რომლებიც, საუბედუროდ, დღემდე ვერ ახერხებენ საკუთარ სახლებში დაბრუნებას, არამედ ძალიან ბევრი ოსი მოსახლე ჩვენი ქვეყნისა, რომლებმაც იძულებით დატოვეს საკუთარი სახლი, რადგან იქ პერსპექტივის განცდა აღარ არის და რეგიონი სრულ იზოლაციაში იმყოფება. მერკელის ვიზიტი კი საოკუპაციო ხაზთან ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლოა იმ მდგომარეობის მიუღებლობისა, რაც არის და მეორე მხრივ, მხარდაჭერისა, რომ ჩვენ ეს მშვიდობიანი გზით დავძლიოთ"-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შგახსენებთ, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი "რესპუბლიკაში" დაპატიჟა და ურჩია, სამხრეთ ოსეთში კარიდან შესულიყო და არა ბაღებიდან.

ბეჭდვა