საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ამერიკელი სენატორის
გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. მისი თქმით, მაკკეინი საქართველოს გულმხურვალე მხარდამჭერი და მეგობარი იყო.
"მწუხარებას გამოვთქვამ ამერიკის სენატორ ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო. ის ამერიკის პოლიტიკის გამორჩეული ფიგურა, საქართველოს გულმხურვალე მხარდამჭერი და მეგობარი იყო. ჯონ მაკკეინს არაერთი ვიზიტი ჰქონდა საქართველოში, ჰქონდა შეხვედრა ხალხთან, პოლიტიკოსებთან. ყველაზე დიდ წარმატებებსა და გასაჭირში ის ჩვენ გვერდით იყო. შესაბამისად, ჩვენ, ყველანი მწუხარებას გამოვთქვამთ მისი გარდაცვალების გამო"-განაცხადა თალაკვაძემ.
