მამუკა ბახტაძე ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო ოჯახს უსამძიმრებს
მამუკა ბახტაძე ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო ოჯახს უსამძიმრებს
13:03 26.08.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. სამძიმრის წერილს ბახტაძე Twitter-ში აქვეყნებს.

ჯონ მაკკეინი საქართველოს ძვირფასი მეგობარი და მხურვალე მხარდამჭერი იყო. ის იყო ამერიკელი გმირი, რომლის დანატოვარი მთელ მსოფლიოში ცოცხლობს. ჩვენი ფიქრები და ლოცვა ახლა მის ოჯახთან არის", – წერს მამუკა ბახტაძე.

ბეჭდვა