დავით ზალკალიანი: მერკელის საოკუპაციო ხაზთან ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერია
დავით ზალკალიანი: მერკელის  საოკუპაციო ხაზთან ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერია
15:47 24.08.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გერმანიის კანცლერის საქართველოში ვიზიტი შეაფასა. მისი თქმით, შეხვედრების დროს არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.
ამასთან, ზალკალიანი განსაკუთრებით მიესალმება მერკელის ვიზიტს საოკუპაციო ხაზთან, რადგან როგორც მან აღნიშნა, ეს ფაქტი ყველაზე სერიოზული დასტური იყო იმისა, რომ გერმანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერია.

"ეს იყო კიდევ ერთი გზავნილი, რომ გერმანია მხარს უჭერს იმ რეფორმებს, რომლებიც ქვეყანაში ხორციელდება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით. კანცლერმა ძალიან მკაფიოდ განაცხდაა, რომ საქათველო ადგას სწორ გზას ეკონომიკური რეფორმებისა და განვითარების მიმართულებით. ვფიქრობ, ყველა ის საკითხი, რომლებიც განხილული იყო შეხვედრების დროს როგორც გერმანიასთან ორმხრივი ურთიერთობების საკითხი, ისე რეგიონალური გამოწვევების თემები, საქართველოს ევროპული და ევროალტლანტიკური მისწრაფებები, დროის თვალსაზრისით და იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც საქართველოს გააჩნია, იყო უაღრესად მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით ხაზს გავუსვბამდი ქალბატონი მერკელის ვიზიტს საოკუპაციო ხაზთან, რაც სერიოზული დასტური იყო იმისა, რომ გერმანია არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერი. მან როგორც შეხვედრებზე, ისე სტუდენტებთან გამართული დისკუსიის დროს განაცხადა, რომ საქართველოს ეს ტერიტორიები არის ოკუპირებული, ის მუდმივად საუბრობს ამის შესახებ ორმხრივ ფორმატებში რუსეთის ფედერაციასთან, რომ დაუშვებელია ეს უსამართლობა მომავალში გაგრძელდეს და აუცილებელია, გადაიდგას ნაბიჯები იმისთვის, რომ მოხდეს ამ ტერიტორიების დეოკუპაცია, რომ საქართველო მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში,"-განაცხადა ზალკალიანმა.


ბეჭდვა