მამუკა ბახტაძე: ქალბატონი მერკელი ქართული ფოლკლორით აღფრთოვანებული დარჩა
მამუკა ბახტაძე: ქალბატონი მერკელი ქართული ფოლკლორით აღფრთოვანებული დარჩა
13:03 24.08.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე "ფეისბუქის" საშუალებით გერმანიის ფედერალურ კანცლერსა და გერმანელ ხალხს საქართველოს მხარდაჭერისა და სტუმრობისათვის კიდევ ერთხელ მადლობას უხდის.
ბახტაძე მოხარულია იმითაც, რომ ქალბატონი მერკელი ქართული ფოლკლორით აღფრთოვანებული დარჩა.
"დღეს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მყოფ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ - ანგელა მერკელის ვიზიტთან დაკავშირებით მიღება გაიმართა. ქალბატონი მერკელი აღფრთოვანებული დარჩა ქართული ფოლკლორით.

კიდევ ერთხელ მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ მერკელს და გერმანელ ხალხს ჩვენი უწყვეტი მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის,"-წერს ბახტაძე ფეისბუქგვერდზე.

ბეჭდვა