ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნების“ პოზიცია საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, 8 სექტემბრის შემდეგ გახდება ცნობილი
ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნების“ პოზიცია საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, 8 სექტემბრის შემდეგ გახდება ცნობილი
12:53 24.08.2018
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" პოზიცია სავარაუდოდ 8 სექტემბრის შემდეგ გახდება ცნობილი.

"საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" პოზიცია, ალბათ, გაჟღერდება მას შემდეგ, რაც დასრულდება კანდიდატების დასახელება ანუ 8 სექტემბრის შემდეგ სავარაუდო. ეს არის ჩემი პირადი პოზიცია" -განაცხადა კობახიძემ.

ბეჭდვა