ანგელა მერკელი: 10 წლის წინ რუსეთის ჯარების გაყვანა მოვითხოვე და დღესაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ვუჭერ მხარს
ანგელა მერკელი: 10 წლის წინ რუსეთის ჯარების გაყვანა მოვითხოვე   და დღესაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ვუჭერ მხარს
18:09 23.08.2018
გერმანიის ფედერაციის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. მეტიც, მერკელის თქმით, გერმანია მზადაა, კონფლიქტის დარეგულირების პროცესში  მაქსიმალური წვლილი შეიტანოს.

"მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველოში ვიმყოფები. ბოლოს აქ სტუმრად ზუსტად 10 წლის წინ ვიყავი. მაშინ ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. მკაფიოდ მოვითხოვე რუსეთის ჯარების გაყვანა და რა თქმა უნდა, 10 წლის შემდეგაც მხარს ვუჭერ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ამ კონფლიქტის გადასაჭრელად, ჩვენს წვლილს შევიტანთ ამაში", – განაცხადა მერკელმა.

ბეჭდვა