ქდმ ხელისუფლებას სამცხე-ჯავახეთში სტიქიით დაზარალებული მოსახელობისთვის ყურადღების მიქცევისკენ მოუწოდებს
ქდმ ხელისუფლებას სამცხე-ჯავახეთში სტიქიით დაზარალებული მოსახელობისთვის ყურადღების მიქცევისკენ მოუწოდებს
14:08 22.07.2012
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ დროულად მიაქციოს ყურადღება სამცხე- ჯავახეთის რეგიონის დაზარალებულ მოსახლეობას.

მოძრაობის ლიდერები გიორგი თარგამაძე და ლევან ვეფხვაძე სტიქიით დაზარალებული ახალციხისა და ასპინძის რაიონებს ეწვევიან.

გიორგი თარგამაძის განცხადებით, ამ დროისთვის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მთელი ძალები მობილიზებულია კახეთის რეგიონში, მაგრამ არანაკლებ მძიმე სიტუაციაა სამცხე-ჯავახეთშიც.

„ქრისტიან-დემორკატები“ უახლოეს დღეებში პარლამენტში დააყენებენ საკითხს სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის კომპენსაციების გათვალისწინების შესახებ.

ბეჭდვა