თეა წულუკიანი: მერკელის საქართველოში ვიზიტი ადასტურებს, რომ ჩვენი ხალხი ევროპულ გზაზე წარმატებულია
თეა წულუკიანი:  მერკელის საქართველოში  ვიზიტი ადასტურებს,  რომ  ჩვენი ხალხი ევროპულ გზაზე წარმატებულია
11:49 23.08.2018
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გერმანიის ფედერაციის კანცლერის ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა. წულუკიანის განცხადებით, გერმანიის მხარდაჭერის წყალობით საქართველომ მიაღწია უვიზო რეჟიმს შენგენის ზონაში, ასევე ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას.
მისივე თქმით, მერკელის დღევანდელი ვიზიტიც სწორედ ამ მხარდაჭერის გაგრძელებაა.

"ჩვენ სწორედ გერმანიის სახელმწიფოს და ქალბატონი მერკელის მხარდაჭერით მივაღწიეთ უვიზო რეჟიმს შენგენის ზონაში, მივაღწიეთ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას, რომლის წარმატებით იმპლემენტაციაც მიმდინარეობს. ამიტომ ეს ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენი ხალხი და მისი არჩეული ხელისუფლება არის ევროპულ გზაზე წარმატებული"-განაცხადა წულუკიანმა.




ბეჭდვა