დავით ზალკალიანი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის აპარატის მრჩეველთა დელეგაციას შეხვდა
დავით ზალკალიანი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის აპარატის მრჩეველთა დელეგაციას შეხვდა
18:11 22.08.2018
შეხვედრაზე მხარეებმა ვრცლად მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობა და მისი შემდგომი განმტკიცების პერსპექტივები. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებას. სტუმრებს მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებებისა და ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ.

განსაკუთრებით აღინიშნა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ხაზი გაესვა საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებს დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოსთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. ამერიკულმა მხარემ სრული მზაობა გამოთქვა, აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებული ინიციატივების მხარდაჭერისა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების ხელშეწყობის საქმეში.
შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში 2018 წლის 22 ავისტოს გაიმართა.

შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში 2018 წლის 22 ავისტოს გაიმართა. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის აპარატის მრჩეველთა დელეგაცია საქართველოს ვიზიტით 20-25 აგვისტოს სტუმრობს.


ბეჭდვა