საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაეროს გენერალური მდივნის
კოფი ანანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაერო-ს საქართველოს წარმომადგენლობაში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა კოფი ანანის მოღვაწეობის მნიშვნელობას მსოფლიოში მშვიდობის, ადამიანის უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის. დავით ზალკალიანის განცხადებით კოფი ანანის საქმიანობაში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი ეკა საქართველოს თემატიკსა და პრობლემატიკას და იგი საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა: "იმედს ვიტოვებ ის მემკვიდრეობა, რაც კოფი ანანმა დატოვა აქტიურად და წარმატებით გაგრძელდება, როგორვ ორგანიზაციის მიერ, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან"- განაცხადა მინისტრმა.
გაეროს 7-ე გენერალური მდივანი და ნობელის პრემიის ლაურეატი გასულ კვირას გარდაიცვალა
