სალომე ზურაბიშვილი: ჩემს მეგობარ ბიზნესმენებს მივმართავ, მხარი დამიჭირონ
სალომე ზურაბიშვილი:  ჩემს მეგობარ ბიზნესმენებს მივმართავ, მხარი დამიჭირონ
16:05 22.08.2018
საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის

განცხადებით, საარჩევნო კამპანიისთვის ის საკუთარი დანაზოგიდან ხარჯავს თანხებს. ამასთან, ზურაბიშვილი თავის ბიზნესმენ მეგობრებს მიმართავს, ფინანსური კუთხით  მხარში დაუდგნენ.

"ჩემი კანდიდატურა დაყენებულია, ხელმოწერებს ვაგროვებთ. პირველი დამფინანსებელი მე ვარ, ჩემი პირადი დანაზოგიდან. გოგა ხანიდრავას, ლევან გაჩეჩილაძეს და სხვებს, ჩემი მეგობარი ბიზნესმენები ვინც არიან, მინდა მივმართო, რომ უნდა მივიღო მათგან მხარდაჭერა, რადგან უნდა ვიყო ყველას პრეზიდენტი და პირველ რიგში, საქართველოში არსებული ბიზნესის,"-განაცხადა ზურაბიშვილმა.


ბეჭდვა