კახა კალაძე: ჩვენი მთავარი მიზანი იმ ოჯახში გაერთიანებაა, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია
კახა კალაძე:  ჩვენი მთავარი მიზანი იმ ოჯახში გაერთიანებაა, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია
15:04 22.08.2018
დედაქალაქის მერი კახა კალაძე გერმანიის ფედერაციის კანცლერის ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა. კალაძის თქმით, მერკელის სტუმრობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ვიზიტი გერმანიის ფედერაციის მხრიდან ჩვენი ქვეყნისთვის დიდი მხარდაჭერის დადასტურებაა.

"საქართველოში მერკელის ჩამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა. ჩვენი მთავარი მიზანი, ამოცანა არის, იმ დიდ ოჯახში გაერთიანება, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია. კარგად გვესმის, რომ ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმაა გასატარებელი, რომლებსაც თანმიმდევრულად ვახორციელებთ. მერკელის ჩამოსვლა არის კიდევ ერთი მესიჯი იმ მხარდაჭერისა, რასაც ევროკავშირი საქართველოს მიმართ აკეთებს,"-განაცხადა კალაძემ.

ბეჭდვა